"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ამერიკული ჯგუფი "კონტი" ჯგუფი ტოვებს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედინი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი“ ჯგუფის გასვლას ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს. ლევან ახვლედიანი აღნიშნავს, რომ „კონტი ჯგუფს“ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა და მისი გასვლა კონსორციუმს დიდად ვერ დააზარალებს. მისივე განცხადებით, „კონტი ჯგუფის“ მიერ კონსორციუმის დატოვება არ ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისადმი ამერიკული ინტერესები შესუსტდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ საინვესტიციო შეთანხმება ინვესტორს ავალდებულებს აქციების გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც „კონტის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან, უწყება ჯგუფის გადაწყვეტილების შესწავლას გეგმავს.