პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო პარტნიორობის საკითხი შესაძლოა არა კონსტიტუციის, თუმცა კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდეს. რაც შეეხება ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში, ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზანი საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივების პრევენციაა. მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა.