ანა დოლიძემ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა მეც და არასამთავრობო სექტორიც იმიტომ, რომ როდესაც მხარს გიჭერენ, როდესაც შენს გვერდით დგანან და იბრძვიან, შენ უნდა იყო სუფთა და კანონს უნდა იცავდე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
ჯანეზაშვილის თქმით, ანა დოლიძემ მისი მოსაზრება პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით იცოდა.