საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრის შემადგენლობით განისაზღვრა. პარლამენტს უკვე წარედგინა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, საორგანიზაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი. კომისიაში შედიან ექსპერტები ვასილ გოინაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი და ასევე, “საერთაშორსისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი ეკა გიგაური. საორგანიზაციო კომიისიის კიდევ ერთი წევრია თორნიკე ჭეიშვილი.