კონსტიტუცია ყველასია - კამპანიის პრეზენტაცია პრეზიდენტოს ადმინისტრაციაში მოეწყო. გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა დაიწყო. შეხვედრაზე კამპანიის ლოგოს, სლოგანისა და ვიდეორგოლის პრეზენტაციაც მოეწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. საჯარო განხილვებში არასამთავრობო ორგანიზაციები, კონსტიტუციონალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და დიპლომატები არიან ჩართულნი.ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს მმართველი გუნდი.