თბილისში, პარლამენტთან "ხალხის პარტიის" ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია გამართა ლოზუნგით "კონსტიტუცია პალტო არ არის". როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები მას შემდეგ შევიდეს, რაც სახელისუფლებო რგოლი ხალხს მოუსმენს და მათ აზრს გაითვალისწინებს. აქციაზე, სამართალდამცველებსა და პარტიის თავმჯდომარეს ალექსანდრე კობაიძეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც მცირე კამათი მოჰყვა.