კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა - Palitra News

კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა

2017-11-13 02:12:00+04:00

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.შარაშენიძე ამ წუთებში საოლქო-საარჩევნო კომისიასთან იმყოფება და კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს, რათა თავმჯდომარემ მას შედეგები წარუდგინოს. მერობის კანდიდატი საარჩევნო კომისიასთან ჟურნალისტებთან და იურისტთან ერთად მივიდა.