„საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ 30 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 7 ოლქში წარადგინა საკუთარი კანდიდატურა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა კანდიდატთა წარდგენაზე განაცხადა, ეს არის შემთხვევა, როდესაც 7 უდრის 30-ს.
„კონსერვატიულმა პარტიამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ვაკის საარჩევნო ოლქში ხათუნა საგინაშვილი, ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში თეა ერგემლიძე, ბათუმის საარჩევნო ოლქში ნატალია ძიძიგური, სამტრედიის, ხონის, ვანის, და წყალტუბოს საარჩევნო ოლქში კობა ძიძიგური, ხობის, ფოთის და სენაკის ოლქში თემურ წურწუმია, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გია ბენიძე და ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გიორგი მორგოშია წარადგინა.
ზვიად ძიძიგურმა პარტიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიმართულება ნარკოდამოკიდებულების სპორტით ჩანაცვლება იქნება.