UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება, სულ რაღაც 40 წამში მოიპოვა. კონორის მეტოქე დონალდ სერონე, მეტსახელად "ქოუბოი" იყო, რომელმაც ირლანდიელს ვერანაირი წინააღმდგეგობა ვერ გაუწია, თავდაცვაც ვერ შეძლო და პირველივე რაუნდში დამარცხდა. ეს ბრძოლა მაკგრეგორისთვის ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ პირველი იყო და დაბრუნება მართლაც შთამბეჭდავი გამოუვიდა.