ბელგიურმა პოპ დუომ, R.O x Konoba, ახალი კლიპი საქართველოში გადაიღო. სიმღერას სახელად Till We Get There ჰქვია, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც სანამ ჩვენ იქ მივალთ. კლიპი ბავშვების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლებიც წიგნებში ამოკითხული მინიშნებების შემდეგ მოგზაურობას იწყებენ და საბოლოოდ დიდგორზე ხვდებიან ერთმანეთს. კლიპში ასევე ვხედავთ ვაჟა-ფშაველას და სამების მიმდებარე ტერიტორიას.
27 მარტს, თბილისში, MonoHall-ში ჯგუფის მუსიკალურ საღამო შედგება.