გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიამ ყოველწლიური ფოტოკონკურსის Astronomy Photographer of the Year (წლის ასტრონომიის ფოტოგრაფი) ფინალისტები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიაში მოხვედრილმა ფოტოგრაფებმა მზის სისტემისა და გალაქტიკის მასშტაბით სხვადასხვა ციური ობიექტი და ასტრონომიული მოვლენა აღბეჭდეს.
კონკურსის ორგანიზატორმა 75 ქვეყნიდან 4 500 ფოტოგრაფის ნამუშევრები მიიღეს. გამარჯვებული კი 18 სექტემბერს გამოვლინდება. გთავაზობთ ფინალში გასულ რამდენიმე ფოტოს.