ივლისის დასაწყისში, როცა ჩინეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ჰუნანის პროვინციაში მწარე წიწაკის სწრაფად ჭამის კონკურსი ტარდება. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს 50 ცალი უმწარესი წიწაკის 60 წამში შეჭმა ევალება. წიწაკის ჭამის დროს კონკურსანტები წიწაკით სავსე წყალში სხედან, რაც ამ პროცესს სიმძაფრეს მატებს. „წყლის წიწაკები“ ისეთი მწარე არაა, როგორც ისინი, რომლებსაც კონკურსანტები მიირთმევენ, რადგან ძალიან მწარე წიწაკამ შეიძლება კანის დამწვრობა გამოიწვიოს.წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული ტანგ შიანჰუი გახდა, რომელსაც 24-კარატიანი ოქრო გადაეცა.