შვეიცარიაში გამოცხადდა კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც პიკასოს ნახატს ერთი დღით სახლში წაიღებს. "ახალგაზრდა პიკასო: ლურჯი და ვარდისფერი პერიოდები" - ასე ჰქვია პროექტს. კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ შვეიცარიის მოქალაქეს აქვს. მსურველებმა უნდა ახსნას, თუ რატომ უნდა წაიღოს პიკასოს კუბისტური ნამუშევარი სახლში ერთი დღით. პროექტი 16 აპრილს დაიწყება. გამარჯვებული კი 8 აპრილს გამოვლინდება.