კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სამართლის აქტუალურ ასპექტებზე საერთაშორისო სემინარი გაიმართა. სემინარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ევროკავშირის პროექტის ეგიდით ჩატარდა. სხდომაზე კორუფციული გარიგებების რისკების შემცირების მეთოდები განიხილეს. წამყვანმა ევროპელმა ექსპერტებმა შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოების თანამშრომლებს საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს.