კონკურენციის შესახებ კანონი ყველა სექტორზე, მათ შორის საფინანსო სფეროზე გავრცელდება. სააგენტოს უფლებამოსილების ზრდას კონკურენციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. ამასთან, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მარეგულირებელი კომისიების მსგავსად, საბჭო უხელმძღვანელებს. ნოდარ ხადურის განცხადებით, სავალდებულო გახდება კომპანიების მხრიდან სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება. მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ ცოტა ხნის წინ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო, თუმცა პროცესი სწორედ იმ მიზეზით ჭიანურდება, რომ კომპანიები ინფორმაციას ნებაყოფლობით გასცემენ.კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკლვლევა 2015 წელსაც ჩაატრა და შეთანხმებული ფასით ოპერირების გამო კომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. შემდგომი კვლევის შედეგად კი აღნიშნული ჯარიმა 3 მილიონამდე შემცირდა.