2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში ჯარიმა-საურავებიდან 44 მილიონ 713 ათას 968 ლარის შემოსულობის მობილიზება მოხდა. აქედან, 20 მილიონ 787 ათას 378 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 23 მილიონ 926 ათას 589 - ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში შევიდა.
სახელმწიფო ხაზინის ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან 36 მილიონ 8 ათას 184 ლარი იყო. მათ შორის, „კონკურენციის სააგენტოს“ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დაკისრებული სანქციებიდან შემოსავალმა იანვარ-მარტში 40 ლარი შეადგინა. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 877 ათას 129 ლარი იყო.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.