კონკურენციის სააგენტომ "ტავ ურბან საქართველოსგან" ინფორმაცია გამოითხოვა. სააგენტოს ცნობით, მათთვის ინტერნეტ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ "ტავ ურბან საქართველომ" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესი გამოთქვა.
სააგენტოს ცნობით, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა თუ რა ფორმით გეგმავს „ტავ ურბან საქართველო“ შესაბამისი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას და შერჩევას.
ამასთან, კონკურენციის სააგენტოს მიერ „ტავ ურბან საქართველოს“ განემარტა, რომ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გამწევი კომპანიისათვის ექსკლუზიური უფლების გადაცემა კონკურენციის კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.