კონკურენციის სააგენტომ კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, თუმცა ტენდერში მონაწილე კომპანიებთან მიმართებაში, შესაძლო კარტელური გარიგებების არსებობის თვალსაზრისით მოკვლევა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა. გაჩეცილაძის თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს.
12 დეკემბერს შპს "სიტროენ ჯორჯიამ" კონკურენციის სააგენტოში წარადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება 6 ეკონომიკური აგენტის შეთანხმებულ მოქმედებაზეა გამახვილებული, რაც მათი შეფასებით კონკურენციას მნიშვნელოვანად ზღუდავს.