კონკურენციის სააგენტომ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი დაიწყო. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მონიტორინგი ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ მიმართვისა და პარლამენტის წევრის - ბექა ნაცვლიშვილის წერილის საფუძველზე დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, მათი მიზანია შესაბამის საბაზრო სექტორში არსებული კონკურენტული გარემოს გაანალიზება, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.