კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ელჩები, დიპლომატები, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ, საერთაშორისო საზოგადოებას, სააგენტოს მუშაობის პრინციპები და საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტები გააცნო. ამასთან, მხარეებმა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები განიხილეს.