კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, Booking.com-ისა და სხვა ოპერატორების მიერ ქართული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა დადგინდა.
კერძოდ, მონიტორინგის შედეგად - სასტუმროებსა და სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში, საუკეთესო ფასის გარანტიის გამოყენება, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებად იქნა მიჩნეული.