კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა უცხოელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონკურენციის გაუმჯობესების გზებზე. კერძოდ, თუ როგორ ხდება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება რეგულირებად სფეროებში. საუბარი ასევე შეეხო კონკურენციის პოლიტიკის ხარვეზებსა და მათი დაძლევის გზებს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, სააგენტო აგრძელებს თამბაქოსა და გარე სარეკლამო ბაზრის მონიტორინგს. ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება კი სახელმწიფო შესყიდვები და ამ შესყიდვებში კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ფაქტებია. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ქართული კომპანიების მოცულობა გარკვეულ ნიშნულს აჭარბებს, ხადურის თქმით ისინი აუცილებლად საჭიროებენ კონკურენციის სააგენტოს თანხმობას.