"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკი წარადგინა, სადაც მისი განცხადებით, ჩანს " როგორ ავიწროვებს საპატრულო პოლიციის წევრი "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტს, რომელიც ქალაქში პლაკატებს აკრავს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, დისკზე ის დანაშაულებრივი ქმედებებია აღწერილი, რაც "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტების მიმართ ჩაიდინეს. ვაშაძემ გახარიას და გომელაურს მხდალი და მშიშრები უწოდა და განმარტა, რომ მათი არც მას და არც მის აქტივისტებს არ ეშინიათ.