Konica Minolta-მ საქართველოში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა. Konica Minolta - ელექტრო ტექნიკის, პრინტერების და სხვადასხვა მასალებისა და სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი იაპონური კომპანია, რომელიც სხვადასხვა მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს, მათ შორისაა: ბეჭდვისა და დოკუმენტბრუნვის სერვისები. konika Minolta დიდიხანია წარმატებით ოპერირებს კავკასიის ბაზარზე. იგი ამ დრომდე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ტექნიკას და გადაწყვეტილებებს, პარტნიორული ქსელის მეშვეობით აწვდიდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რეგიონში ბინზესის მომწიფებამ და საპარტნიორო არხის წარმატებამ ცხადყო, რომ კავკასიის რეგიონი მზადაა სრულფასოვანი ოფისის გასახსნელად, საიდანაც სერვისს მეზობელ ქვეყნებს მიაწვდის. Konica Minolta Business Solutions Georgia-მ საქართველოში მუშაობა მიმდინარე წლის მაისში დიწყო და ბიზნესის სისტემური სერვისის აწყობის მიმართულებით საქმიანობს. კომპანია, მოღვაწეობის პირველ ეტაპზე, კავკასიის ბაზარს აწვდის გადაწყვეტილებებს: სამრეწველო, პროდუქტიული და საოფისე ბეჭდვისთვის. ასევე უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის პროცესებს. აღსანიშნავია, რომ კავკასიის გუნდს, ლოკალური ბიზნესის აგებაში უკრაინული ოფისი ეხმარება. რომელიც ტრანსფორმაციის საკუთარ გამოცდილებას ეყდრნობა და ეხმარება კომპანიას განვითარებაში. ასევე მუშაობის პირველ წლებში ხელს შეუწყობს ქართველ კოლეგებს. ამასთან, კომპანიას დაგეგმილი აქვს საკვანძო პოზიციის დაკავება მრავალფუნქციური მოწყობილობების ბაზარზე A3 ფორმატის ბეჭდვისათვის. ასევე ჩამოყალიბდეს ბეჭდვის აუთსორსინგის ბაზარი, რადგან მოცემულ მომენტში, აღნიშნული მიმართულება კავკასიაში ჩამოყალიბების ეტაპზეა. თბილისში ,,კონიკა მინოლტას“ ოფისის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ კლასტერი ,,კონიკა მინოლტას“ ტოპ-მენეჯმენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო სტრუქტურის სხვა წარმომადგენლებიც. ასევე იაპონიის ელჩი საქართველოში.