18:58
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კონგრესმენი ბრაიან ბაბინი საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
25-01-2020

კრიტიკულ წერილს აქვეყნენს საქართველოსთან მიმართებაში კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, ბრაიან ბაბინი. წერილის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა. წერილი 2020 წლის 23 იანვრით თარიღდება. "როგორც კონგრესის წევრი, დღეს გწერთ, რათა მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე - წერს ბაბინი ტვიტერის საკუთარ გვერდზე. კერძოდ კონგრესმენი ამერიკული კომპანია ფრონტერასთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და ასევე აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ფეისბუქმა" აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული და აღმოჩენილი იქნა, რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტიდასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

AutoPlay
ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
საქართველოში 4 000 მედიკოსი ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადდება
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
რა ვითარებაა ამ დროისთვის რუსთაველის მეტროსთან, სადაც პიტნეს-ინსტრუქტორები აქციას მართავენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0463 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ენტონი ფაუჩი - თუ სიტუაციას არ გავაკონტროლებთ, აშშ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე აღმოჩნდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
გ. აფაქია
26-01-2020
ვინ კითხავს ამ ლენჩ კონგრესმენს რომ ჭკუას არიგებს ცვენ მთავრობას? ეს არის დამოუკიდებლობა?
გ. აფაქია
26-01-2020
ვინ კითხავს ამ ლენჩ კონგრესმენს რომ ჭკუას არიგებს ცვენ მთავრობას?
სხვა სიახლეები