სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ.
ჯონსონის განცხადებით, ამ დავის გადაწყვეტა მარტივი არ არის, თუმცა ეს საბოლოო ჯამში ამ პარტიების გასაკეთებელია, რადგან არავინ განახორციელებს ზეწოლას.
“საინტერესოა, რომ ორივე პარტია ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაატარებს მის ნებას ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს, ეს გვესმის დროთა განმავლობაში. ამ პარტიებზეა დამოკიდებული ყველაფერი. კარგი იქნება ამ რეზოლუციაზე მუშაობა, ვფიქრობ, რომ ეს, ასევე, იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი და შეიძლება იყოს სასარგებლო“, - განაცხადა ჯონსონმა.