ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანტიმონოპოლიურმა ქვეკომიტეტმა სამშაბათს გაავრცელა 449-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც მოყვანილია 16-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც ეხება კოამპანიების Amazon-ის, Facebook-ის, Apple-სა და Google-ს საქმიანობას. ანგარიში იძლევა დასკვნას, რომ ეს კომპანიები იყენებენ მონოპოლისტურ ტაქტიკას ბაზარზე, რითაც ხელს უშლიან კონკურენციას.
კანონმდებლების აზრით, კონგრესმა უნდა შეიტანოს ცვლილებები ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში, რათა გამოასწოროს აღნიშნული სიტუაცია ინტერნეტ-გიგანტებთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ ანტიმონოპოლიურ კომიტეტში ამერიკული ინტერნეტ-გიგანტების საქმის განხილვა 2019 წლის ივლისში დაიწყო.