საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად ოპოზიციური დაჯგუფების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქე დატყვევებულია, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა უწყების ინფორმაციით დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში. სამინისტროს განმარტებით, საგარეო უწყება მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა.
"საქართველოს მხარისთვის აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში" - ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი.