კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელას 5 000 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. ქვეყანაში წითელას ეპიდემია 2019 წლის დასაწყისიდან გაჩნდა და მას შემდეგ ინფექციის ნიშნები 250 000 ადამიანს აღმოაჩნდა. კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ საკმარისი მედიკამენტები არ აქვთ, რაც ეპიდემიის გავრცელებას უწყობს ხელს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიაციამ წითელას დასამარცხებლად კონგოს ფინანსური დამხარება გამოუყო, რის შედგეადაც 4 მილიონზე მეტი ბავშვი აიცრა. თუმცა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმების გამო ეპიდემიის გავრცელება ვერ შეჩერდა.
ყოველწლიურად წითელას მსოფლიოს მასშტაბით 110 000 ადამიანი ეწირება.