კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდასაჭერ აქციაზე 2 პირი დააკავეს. აღნიშნული პირები მას შემდეგ დააკავეს, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ბარამიძეს კოდორის გამყიდველი უწოდეს.ინციდენტი მალევე ამოიწურა. სოსო ოსორაულის მხარდასაჭერი აქცია პარლამენტის შენობასთან გრძელდება.