კონგოს სამზარეულო ტრადიციული კონგოური კერძების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს 2 სახელმწიფოს: კონგოს რესპუბლიკისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გასტრონომიებს. კასავა, ფუფუ, ბრინჯი, და კარტოფილი კონგოში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული საჭმელებია.
ორივე კონგოს ერთად აღებული მიწების ორ პროცენტზე ნაკლებია კულტივიზებური, დანარჩენი კი მთლიანად ფერმერული საქმისა და მეცხოველეობისათვის გამოიყენება. კონგოს საფერმე დანიშნულების მიწები მრავალი კულტურის მთავარი წყაროა. სწორედ აქ მოჰყავთ სიმინდი, ბრინჯი, კასავა, ტკბილი კარტოფილი, იამი, ტარო, მწვანილები, პომიდორი, გოგრა, ბარდა და კაკალი. ამ პროდუქტებით მომზადებულ საჭმელებს ორივე ქვეყანაში აქტიურად მიირთმევენ, მაგრამ არსებობს ავთენტური, რეგიონალური კერძებიც. კონგოელებს ექსპორტზე ძირითადად ყავა და პალმის ზეთი გააქვთ.