კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის შედეგად 319-მდე ადამიანი დაიღუპა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ებოლას ვირუსის სულ 494 შემთხვევა დადასტურდა. სიენენის ცნობით, ებოლა კონგოში ისევ იკიდებს ფეხს. ჩრდილოეთ კივუ კი ებოლას ეპიდემიის ეპიცენტრია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვირუსი მეზობელ იტურის პროვინციაშიც დაფიქსირდა. აღნიშნულ ვირუსს ძლიერი თავის ტკივილი და ცხელება ახასიათებს. შეგახსენებთ, 2014 წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლას შედეგად 11000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.