საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 4-5 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიემგზავრება, სადაც კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების თემაზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ნატოელმა პარტნიორებმა გამოხატეს მაღალი ინტერესი სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მიმართ. ასევე,პარტნიორები დაინტერესდნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით.