მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის ადვოკატი მარინა ცუცქირიძე აცხადებს, რომ ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლის ერთწლიანი აკრძალვა ჰქონდა. ადვოკატმა გეგეშიძე-დათუნაშვილის ინციდენტიც გაიხსენა და თქვა რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო დათუნაშვილი და მისი მხრიდან კონფლიქტის ინიცირება პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს, შემდგომში კი საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.