1 ივლისიდან დღემდე ლარით ფასის მითითების დარღვევის 245 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 207 შემთხვევაში მეწარმე სუბიექტები მხოლოდ გაფრთხილდნენ, ხოლო 38 შემთხვევაში ფულადი სანქცია დაეკისრათ. ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 36 მეწარმე სუბიექტს ათასლარიანი ჯარიმა, ხოლო ორ მეწარმეს 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. შესაბამისად, 46 დღეში სამართალდარღვევებზე ჯამში, 46 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმაა გამოწერილი. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ფასის ლარით მითითების წესს ძირითადად სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები და ტურ-ოპერატორები არღვევენ. 2017 წლის 1-ელი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს.