ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია.
განცხადება კონდროლიზა რაისმა „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლისას გააკეთა „ამერიკის ხმის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ.
კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რუსეთში ბევრი ადამიანია, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს.სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ შეიძლება საჭირო იყოს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას დაველოდოთ.