03:57
11 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კომუნიკაციების კომისიას დამატებითი უფლებამოსილებები ეძლევა
07-07-2020

კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ბერკეტი ეძლევა, რომლის საშუალებითაც, კომისია მის მიერ ტელეკომპანიების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შეძლებს. პარლამენტს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ტელეკომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

სპეციალურ მმართველს შეეძლება განახორციელოს ტელეკომპანიის სრული კონტროლი, მათ შორის, დანიშნოს ან გაათავისუფლოს მისი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

AutoPlay
მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი წევრები და ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო თანამეგობრობას ლიბანისთვის 76 მილიონი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
პაკისტანში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები