PALITRA NEWS-ის ეთერში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ძირითადად ეძლეოდათ ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინასაარჩევნო მონიტირონიგის ანგარიშში, რომელიც 23 აგვისტო - 22 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.ანგარიშში ნათქვამია, რომ მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაციის შესაბამისად, „პალიტრა News“–ის თვითრეგულირების მექანიზმში არც ერთი საჩივარი კომპანიის მიერ მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპისა და ბალანსის დარღვევის შესახებ არ შესულა.”საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: „ევროპულ საქართველოს“ – 25.4%, „ქართულ ოცნებას“ – 21.2%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 16.5%, „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობა–თავისუფალ საქართველოს“ – 10.5%, „ახალ საქართველოს“ – 10.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%–ზე ნაკლები.საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: „ქართულ ოცნებას“ – 32.5%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 20.8%, „ევროპულ საქართველოს“ – 19.3%, „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობა–თავისუფალ საქართველოს“ – 10.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს 10%–ზე ნაკლები.PALITRA NEWS–ის ეთერში განთავსებულია საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „360o”, რომელსაც საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური პარტიებიდან სტუმრობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ექვსჯერ), „ქართული ოცნების“ (ოთხჯერ), „ევროპული საქართველოს“ (სამჯერ), „რესპუბლიკური პარტიის“ (ორჯერ), „ახალი საქართველოს“ (ორჯერ), „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა–თავისუფალი საქართველოს“ (ორჯერ), „შენების მოძრაობის“ (ერთხელ) წარმომადგენლები და დამოუკიდებელი კანდიდატი ა. ელისაშვილი.მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაციის შესაბამისად, PALITRA NEWS–ის თვითრეგულირების მექანიზმში არც ერთი საჩივარი კომპანიის მიერ მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპისა და ბალანსის დარღვევის შესახებ არ შესულა.„პალიტრა News“–ის მიერ საჯაროდ გამოცხადებულია (www.palitratv.ge) და კომისიაში წარმოდგენილია მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის/აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის და საეთერო დროის ტარიფებისა და გაწეული მომსახურების შესახებ.„პალიტრა News“–ის ეთერში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ძირითადად ეძლეოდათ ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება”, - ნათქვამია ანგარიშში.