კომუნიკაციების კომისიამ კომპანია “მაგთიკომს” 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. კომისიის განმრტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. მათივე ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ შპს “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. როგორც კომისიაში აცხადებენ, აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა.