საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და კონკურენციის სააგენტოს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერით სააგენტოსა და კომისიის სამუშაო ჯგუფები კონკურენციის დარღვევის შემთხვევებს ერთობლივად შეისწავლიან. როგორც უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, კანონმდებლობის დახვეწის მიზნით აღნიშნული თანამშრომლობა, მნიშვნელოვანია.