მოსამართლეების საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერც ერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თალაკვაძე ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერება და კრიტერიუმების შემუშავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი გადადგომის შედეგად მოხდა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება: საკითხის საგაზაფხულო სესიაზე განხილვა და პროცედურის და კრიტერიუმების შემუშავება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება უშუალოდ ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ საკითხს, უმრავლესობის ლიდერის თქმით, მმართველი გუნდის სხდომა იანვარში გაიმართება, თუმცა საზოგადოება კომუნიკაციის აგრესიულ რეჟიმი გადასვლას არ უნდა ელოდოს.