2020 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 23.79%-ით ანუ 191 შემთხვევით არის გაზრდილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
კერძოდ, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 5 თვეში კომპიუტერული დანაშაულის 994 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 22 შემთხვევა და შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 2.21%-ია. 2019 წლის იანვარ - მაისში კი რეგისტრირებული იყო 803 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 32 საქმე და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 3.99% იყო.
ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელებას, კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანებას და ა.შ.