კომპანია „ზეგ“-ის დირექტორი თამარ კობერიძე, სადაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს. თამარ კობერიძემ განცხადება „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად მიაწოდა.
როგორც შპს „ზეგ“-ის დირექტორი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.
„თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა. როგორც უკვე ყველამ ვიცით, თამუნა შაბათს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ხშირად ვეხმიანებით თამუნას ოჯახს, ჩვენვე მივაწოდეთ მათ მედიის ჩართვის იდეა გამოძიების დაჩქარების მიზნით“, - აცხადებს შპს "ზეგ"-ის დირექტორი თამარ კობერიძე.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის პირველი კომენტარი გოგონას ცხედრის პოვნის შემდეგ