გამოკითხული კომპანიების 27%-ს სრულად მოუწია თანამშრომლების გათავისუფლება. ამის შესახებ PwC-ის კვლევაშია აღნიშნული, სადაც გაანალიზებულია Covid19-ის გავლენა ბიზნესზე. გამოკითხვაში სულ ათას 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
კვლევის შედეგების ანალიზიდან იკვეთება, რომ თანამშრომლების შემცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეინიშნება სოფლის მეურნეობის, ICT და წარმოების სექტორებში, ხოლო ყველაზე მაღალი სასტუმროებსა და რესტორნებში, სხვა სახის მომსახურების, ასევე, ტრანსპორტირების და დასაწყობების სექტორებში.
რაც შეეხება გათავისუფლებული თანამშრომლების პროფესიებს, ყველაზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა გაყიდვების და მომსახურების პოზიციიდან, მას მოსდევს ბიზნესი და ადმინისტრირება, მშენებლობ, წარმოება და გადამუშავება, ასევე, ტრანსპორტირება.