საერთაშორისო ბრენდების ნაწილმა კორონავირუსის გამო, საკუთარი ლოგოები შეცვალა. კერძოდ, განახლებულ ფოტოებზე წარმოდგენილია ორი ვერსია: პირველი - ლოგოს შემადგენელი ელემენტები შორდება ერთმანეთს, რათა შეახსენოს საზოგადოებას, რომ აუცილებელია დისტანცია. ხოლო, მეორე - ემატება ერთი ელემენტი, რომელიც მომხმარებელს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.
იმ კომპანიებს შორის, რომელთაც კორონავირუსის გამო, საკუთარი ლოგო შეცვალეს, არის - კოკა-კოლა, რომელმაც ლოგოს ასოები ცალ-ცალკე გამოყო. ასევე ავტომობილის ბრენდმა "აუდიმ" წარმოადგინა ვიდეო, სადაც ტრადიციული, გადაბმული რგოლები იშლება; McDonald’s-მა სკუთარი ლოგო ორ ოქროს თაღად დაყო; ავტომობილის ბრენდმა Volkswagen-მა კი შეამცირა ლოგოს რგოლი, ხოლო წრის შიგნით არესებული ხაზები ერთმანეთს შედარებით დააშორა.