"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რომელია საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიები. რადგან "საქსტატი" არ გასცემს ინფორმაციას, თითოეულ კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის შესახებ, შესაბამისად, სტატისტიკის სამსახურმა მხოლოდ კომპანიათა ჩამონათვალი მოგვაწოდა. ამასთან, ეს სია რეიტინგის მიხედვითაც არ არის დალაგებული.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, მილიარდ 895 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი 472 მილიონ 500 ათასი დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტის დარგში განხორციელდა; მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 302 მილიონ 600 ათასი დოლარით, მე-3 და მე-4 ადგილზე კი მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებია.
ტოპ-10 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალიც მეტნაკლებად თანხვედრაშია იმ ეკონომიკის სექტორებთან, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა, საინტერესოა, რომ სიაში არცერთი საფინანსო სექტორში მოღვაწე კომპანია არ მოხვდა. კომპანიათა ათეულში შედარებით მეტია - მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებია.