კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" სტარტი აიღო. კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 21 სექტემბრამდე, საქართველოს 10 რეგიონში მოეწყობა სამოქალაქო კვირეული. კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები; ასევე ჩატარდება ტრეინინგები მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით ხორციელდება.
22 სექტემბერს კი კამპანია თბილისში შეურთდება ღონისძიებას "დღე ავტომობილის გარეშე", რომელიც მიზნად ისახავს გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და ბიზნეს კომპანიებს კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება.