კომპანია „ზეგი“, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შპს „ზეგ“-ის, ასევე მისი დამკვეთის საქმიანობა არის სრულიად ლეგალური და შეესაბამება იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ეს კომპანიები საქმიანობენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების პირველი დღიდან, შპს „ზეგ“-ის თითოეული თანამშრომელი, მისი დამფუძნებლის ჩათვლით, სრულად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და ამომწურავად აქვთ პასუხი გაცემული გამოძიების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე. მიუხედავად ამისა კომპანიის ირგვლივ არ წყდება სკანადლური და ბრალდების შემცველი განცხადებების გაკეთება შესაბამისად შპს-მ მიიღო გადაწყვეტილება დღეიდან ნებისმიერ დაუსაბუთებელ, მოგონილ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახავ ბრალდებაზე მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.