კომპანია „ზეგ-ი“ განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდოების ტელევიზიით გასაჯაროებასთან დაკავშირებით.როგორც "პალიტრანიუსს" კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული ქმედება არაეთიკურია.
განცხადებაში რომელიც კომპანიამ გამოაქვეყანა ნათქვამია რომ „ზეგი“ ბაჩალიაშვილის სახელის პატივისცემის მიზნიტ შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა ზედმეტად ჩართულიყო მიმდინარე მოვლენებში. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ უკვე გასაჯაროვდა პროგრამისტის პირადი ვიდეოები კომპანია ითხოვს საჯარო გახდეს თამარ ბაჩალიაშვილისა და ზეგის თანამშრომლებს შორის მიმოწერები რომელიც ამოღებული აქვს უწყებას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია დღეს ვეღარ ფუნქციონირებს, რადგან ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დახურულია ანგარიშები გაუქმებულია კონტრაქტები ამერიკელ პარტნიორებთან და 47 ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე.