კომპანია "ტრანსმშენი", რომელიც ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობას ახორციელებდა, განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორი კომპანიას ეკისრებოდა.გარდა ამისა, კომპანია "ტრანსმშენი" აცხადებს, რომ გარდაცვლილი თანამშრომლები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.კომპანია "ტრანსმშენი" გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.